მთავარი გვერდი
წარმოება · Made in Georgia

ელექტრო ავტობუსების წარმოება საქართველოში

სენა ავტო ჯგუფი პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ააწყო ელექტრო ავტობუსები, ექსპორტზე გაიტანა და მიიღო სერტიფიკატი „დამზადებულია საქართველოში".

10ელექტრო ავტობუსი
5თვეში შესრულდა
120kW სწრაფი დამტენები
№1სერტიფიკატი „Made in Georgia"
პროექტი

ეკოლოგიური ტრანსპორტი ქალაქებისა და კომპანიებისთვის

იდეისა და გეგმის ავტორი
სენა ავტო ჯგუფი
ქვეყანა
საქართველო
მწარმოებელი
შპს სენა მოტორსი

პროექტის მიზანი

ელექტრო ავტომობილებისა და ავტობუსების წარმოება სხვადასხვა ქვეყანაში და, შესაბამისობის მიხედვით, საქართველოში.

ამოცანა

ეკოლოგიისა და ეკონომიურობის შეტანა სამთავრობო და კერძო სტრუქტურებში — ქალაქებისა და კომპანიების ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადაყვანა.

ინფრასტრუქტურა

ელექტრო ტრანსპორტის დამტენი აპარატურის წარმოება, ინფრასტრუქტურის გამართვა და მონტაჟი.

საკუთარი ბრენდი

2016 წლიდან ვავითარებთ ელექტრომობილების ხაზს SENA — ელექტრო სედანი E400 და მინივენები EV300.

SENA

ჩვენი ელექტრო მოდელები

საერთაშორისო მწარმოებლებთან კოლაბორაციით — ჩვენი შეკვეთით, კონფიგურაციითა და მარკეტინგული მონაწილეობით.

SENA E400ელექტრო სედანი
SENA EV300ელექტრო სატვირთო და სამგზავრო მინივენი
2024 · სომხეთის რესპუბლიკა

10 საქალაქო ელექტრო ავტობუსი — 5 თვეში

01ტენდერი

2024 წელს ევროკავშირის საგრანტო პროექტის ფარგლებში მოვიგეთ ტენდერი 10 ელექტრო საქალაქო ავტობუსის მიწოდებაზე სომხეთის რესპუბლიკაში.

02კომპონენტები

ძარა, ძრავი და მთავარი ბატარეა შევიძინეთ სხვადასხვა ქვეყანაში, დანარჩენი ნაწილები — საქართველოსა და თურქეთში.

03აწყობა

ვიქირავეთ საწარმოო ფართი, იმპორტირებული აგრეგატებისა და ადგილობრივი წარმოების მიქსით ახალი სახელით ავაწყეთ ავტობუსები.

04მიწოდება

5 თვეში შევასრულეთ შეკვეთა — ავტობუსები ნომრებითა და VIN კოდებით გადაეცა სომხეთის 2 ქალაქის მერიას.

დამტენები

120 kW სწრაფი დამტენები

სპეციალურად ამ პროექტისთვის დავამზადებინეთ 120 კილოვატიანი სწრაფი დამტენები, რომლებიც ავტობუსებთან ერთად ექსპორტზე გავიდა სომხეთის რესპუბლიკაში.

VIN კოდები
  • LA83R1FT0RA500447
  • LA83R1FT2RA500448
  • LA83R1FT4RA500449
  • LA83R1FT0RA500450
  • LA83R1FT2RA500451
  • LA83R1FT4RA500452
  • LA83R1FT6RA500453
  • LA83R1FT8RA500454
  • LA83R1FTXRA500455
  • LA83R1FT1RA500456
პირველები საქართველოში

სერტიფიკატი „დამზადებულია საქართველოში"

სენა ავტო ჯგუფი პირველი კომპანიაა, რომელმაც ასეთი პროექტი წარმატებით შეასრულა და მიიღო სერტიფიკატი „დამზადებულია საქართველოში" — რაც საქართველოში სხვადასხვა სახის საავტომობილო წარმოების დასტაბილურების შესაძლებლობას იძლევა.

დარწმუნებული ვართ, ეს ძალისხმევა მომავლის საქმეა — ეკოლოგიისთვის, ქვეყნის შიდა წარმოებისა და რეგიონში ექსპორტის ზრდისთვის.

სერტიფიკატი
გალერეა

პროექტი ფოტოებში

46 ფოტო
ვიდეო

მედია პროექტის შესახებ

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

საინფორმაციო
სერვისი და ორიგინალი ნაწილები
ელ-ფოსტა
მისამართი
დავით აღმაშენებლის ხეივანი № 226, 0131 თბილისი