სენა ავტო ჯგუფი
ისტორია, რომელიც 2006 წელს იწყება — რვა ოფიციალური ბრენდიდან საკუთარ ელექტრო ავტობუსების წარმოებამდე.
როგორ დაიწყო
სენა ავტო ჯგუფის დამფუძნებელია გაა ჰოლდინგი — 35 წლიანი გამოცდილებით საქართველოში. ავტობიზნესში შემოსვლა კი 2006 წელს იწყება, როცა გაა ჰოლდინგის კომპანიებს შეემატა ახალი მიმართულების კომპანია — სენა ავტო.
უკვე შემდეგი წლიდან წარმატებით დაიწყო ავტო ბიზნესის განვითარება და პირველად ოფიციალურად შემოიყვანა მიცუბიში მოტორსი, სუზუკი, სუბარუ, ჰონდა. ბიზნეს მოდელი ძირითადად იაპონურ ბრენდებზე იყო ორიენტირებული.
შემდეგ წლებში განვითარებული კრიზისების გამო სენა ავტოს მენეჯმენტს მოუწია ცვლილებების განხორციელება. შეიცვალა სტრატეგია და 2011 წლიდან ჩინურ ავტომწარმოებლებთან დაიწყო კონტაქტები და გაყიდვები — იყიდებოდა სამგზავრო ავტომობილები და ჯაკ მოტორსის სატვირთო ავტომობილები.
2022 წლიდან სენა ავტო ჯგუფი ჩამოყალიბდა პარტნიორი ბრენდების სამოდელო რიგზე და წარმოადგენს შემდეგი ავტომწარმოებლების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს: JAC Motors, Ankai, Chery, Honda, KGM – SsangYong, CMC – Mitsubishi, SENA, Skywell.
მნიშვნელოვანი წლები
SENA — N1 ქართული
საავტომობილო ბრენდი
2023 წლიდან დაიწყო ავტომობილების წარმოება — დარეგისტრირდა N1 ქართული საავტომობილო ბრენდი SENA. ამ ბრენდით ჩინეთის მწარმოებლებთან მზადდება კავკასიის ბაზრისთვის შესაბამისი ელექტრო ავტომობილები, როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო მიმართულებით.
2024 წელს შევასრულეთ ეკოლოგიური პროექტი: 10 ელექტრო ავტობუსი აეწყო საქართველოში, პირველებმა მივიღეთ სერტიფიკატი „დამზადებულია საქართველოში" და შპს სენა მოტორსი გახდა პირველი ავტომწარმოებელი კომპანია. ეს ელექტრო ავტობუსები ექსპორტზე გავიდა, რაც დიდი მიღწევა და წარმატებაა როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი ჯგუფისთვის.
senamotors.geრას წარმოვადგენთ ბაზარზე
სამგზავრო ავტომობილები
სრული ხაზი — სედანები, ჯიპები, მინივენები.
სატვირთო და სპეციალური ტექნიკა
სრული ხაზი კომერციული და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისა.
ელექტრომობილები
სრული ხაზი — სამგზავრო, სატვირთო და ავტობუსების მიმართულებით.
მოქნილი ფინანსური სქემა
ჩვენთან ავტომობილები იყიდება მხოლოდ ქარხნული გარანტიით და ყველა ჩვენი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორები ვართ.
Chery-ის ოფიციალური დისტრიბუტორი
2025 წელს „სენა ავტო ჯგუფი" გახდა კომპანია Chery-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე, ინოვაციური და საიმედო ავტომობილები, რომლებიც სრულად პასუხობს როგორც კორპორატიული სეგმენტის მოთხოვნებს, ისე ახალგაზრდა ოჯახებისა და საქმიანი ადამიანების საჭიროებებს.
წინ მეტი წარმატება გველის. 20 წლის განმავლობაში ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა, რისთვისაც მადლიერები ვართ მომხმარებლებისა და ჩვენი პროფესიონალი გუნდის წევრების.
