ყველა სიახლე
სიახლე15.06.2026

Sena Auto Group-ის წარმატებული მონაწილეობა EV EXPO 2026-ში

Sena Auto Group-ის წარმატებული მონაწილეობა EV EXPO 2026-ში

EV EXPO 2026 წარმატებით დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში Sena Auto Group-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართ. გამოფენაზე წარმოდგენილი ელექტრო მოდელებით კომპანიამ დამთვალიერებლებს მომავლის ტრანსპორტის უახლესი შესაძლებლობები და ელექტრომობილობის თანამედროვე ხედვა გააცნო.

EV EXPO 2026-მა გააერთიანა ავტომობილების ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბიზნესპარტნიორები და ელექტრო ავტომობილებით დაინტერესებული სტუმრები.

გამოფენის განმავლობაში Sena Auto Group-ის სივრცე არაერთი ვიზიტორის, პარტნიორისა და სფეროს პროფესიონალის შეხვედრის ადგილად იქცა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ წარმოდგენილ მოდელებს, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მათი ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და უპირატესობების შესახებ, ასევე გაევლოთ ტესტ დრაივი.

 

კომპანია გამოფენაზე წარმოდგენილი იყო SENA-ს ელექტრო სამოდელო ხაზით, ასევე JAC-ის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებსა და მომხმარებელთა მრავალფეროვან საჭიროებებს პასუხობს.

სენა ავტო ჯგუფისთვის EV EXPO 2026-ში მონაწილეობა მხოლოდ ახალი მოდელების წარდგენას არ წარმოადგენდა. ეს იყო შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ღირებულებებისთვის, რომლებზეც კომპანიის საქმიანობაა დაფუძნებული – ინოვაციები, ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

 

კომპანია მადლობას უხდის EV EXPO 2026-ის ორგანიზატორებს, პარტნიორებსა და ყველა სტუმარს, რომლებმაც ღონისძიების განმავლობაში Sena Auto Group-ის სივრცე მოინახულეს და გაიზიარეს კომპანიის ხედვა.

“სენა ავტო ჯგუფი” მომავალშიც განაგრძობს  მდგრადი და ტექნოლოგიურად განვითარებული გარემოს შექმნას.

ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

საინფორმაციო
სერვისი და ორიგინალი ნაწილები
ელ-ფოსტა
მისამართი
დავით აღმაშენებლის ხეივანი № 226, 0131 თბილისი